განქსტერული სროლები მოსკოვის ცენტრში – მოკლულია კალაშოვის დაცვის წევრები (VIDEO)

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 14 დეკემბერს მოსკოვის ცენტრში, როჩდელსკის ქუცაზე კაფე Elements-ში მომხდარი შეიარღებული შეტაკების დროს დაღუპული დაცვის თანამშრომლები, რუსული მაფიის კრიმინალური ბოსისა და ,,კანონიერი,, ქურდის – შაქრო კალაშოვის (,,შაქრო მოლოდოი,,) დაცვის წევრები არიან...

როგორც რუსულ კრიმინალურ სამყაროზე სპეციალიზებული გამოცემა ,,crimerussia.ru,, წერს, კაფეს დაცვის თანამშრომლებთან, რომლებიც პარალელურად კალაშოვის დაცვის წევრები იყვნენ, დაახლოებით 10 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი მიუვარდა, რომლის დროსაც ატყდა ხელჩართული ჩხუბი, რომელიც ეზოში სროლაში გადაიზარდა… სროლების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო ოთხი დაიჭრა. სროლების დროს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ჯგუფებს შორის ფინანსური ვალდებულებების  გამო მოხდა, დაღუპულები კაფეს დაცვის წევრები არიან. საქმესთან დაკავთირებით, რუს სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავთ სამი ეჭვმიტანილი.

,,შაქრო კალაშოვმა, ეპანეთიდან დაბრუნების შემდე, ,,ქურდული სამყაროს რეფორმირება,, დაიწყო, რის გამოც მის გარშემო სიტუაცია დაიძაბა… მან, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით 130-მდე გამოცდილი მებრძოლებისაგან შემდგარი  დაცვის ჯგუფი დაიქირავა, რომელთაგან 40 – ერთ ცვლაზე მორიგეობს,, აცხადებს რუსული გამოცემა, რომელიც ამტკიცებს, რომ ინციდენტის დროს დაღუპული კაფეს დაცვის წევრები, სწორედ ამ ჯგუფიდან იყვნენ.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშისკანდალი თურქეთში – პარლამენტარს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ…
შემდეგი სტატიასირიის თავისუფალი არმიის სარდალი თურქეთიდან განცხადებას ავრცელებს…