განმუხურში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები განხორციელდება

დღეს შავიზღვისპირეთის ამ ულამაზეს ნაწილში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებს ეყრება საფუძველი. ამ პროექტებს ურთიერთთანამშრომლობით ახორციელებენ ფონდი ,,ქართუ” და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი. ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით აქ, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომლის ფარგლებში განხორციელდება 20 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში, ახალი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოტანიკური ბაღი არის საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო “თანაინვესტირების ფონდი” ააშენებს უმაღლესი დონის 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს.

“აღსანიშნავია, რომ განმუხურის ბოტანიკური ბაღი არ იქნება მხოლოდ რეკრეაციული ზონა, მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იქნება უნიკალური კოლხური ჯიშებისა და სახეობების გადარჩენა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში მიზიდულობის ახალ ცენტრს გააჩენს და დამატებით სტიმულს მისცემს პოტენციურ ინვესტორებს მეტი ინვესტიციის განსახორციელებლად. ეს ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს, რაც მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. რასაკვირველია, როგორც სასტუმროს, ისე ბოტანიკური ბაღის მშენებლობის პროცესში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. მხოლოდ სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი ჯამურად 2 წელიწადში გადააჭარბებს 2000 ადამიანს, ხოლო სასტუმროს ოპერირების დროს 350 ადამიანი პირდაპირ დასაქმდება,”- განაცხადა გიორგი გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია: პოლიციის ყოფნა არჩევნებზე სულაც არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს, ძალადობას
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის წინადადება ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯია