განმუხურში მდებარე 33 951.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კომპანია „ბლექ სი რივიერამ“ შეიძინა

განმუხურში მდებარე 33 951.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კომპანია „ბლექ სი რივიერამ“ შეიძინა

ganmuxuriთბილისი (GBC) – განმუხურში ზღვის სანაპიროსთან 120 ნომრიანი სასტუმრო აშენდება.

კომპანია „ბლექ სი რივიერამ“ სოფელ განმუხურში მდებარე 33 951.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობები აუქციონზე შეიძინა. კომპანიას აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია. ის უძრავ ქონებაში 2 266 500 ლარს გადაიხდის, რისთვისაც 30 დღიანი ვადა აქვს.

პირობის მიხედვით, ინვესტორმა 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ადგილზე 36 თვეში სასტუმრო უნდა ააშენოს.

სასტუმროს უნდა ჰქონდეს ღია და დახურული აუზები, სპორტული მოედნები, ჩოგბურთის კორტები და კეთილმოწყობილი ეზო.

„ბლექ სი რივიერა“ საქართველოში 2016 წლის 4 მარტს დაფუძნდა, ის შპს ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულ „ოლდ სითი დიველოპმენტს“ ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ პანამაში რეგისტრირებულ FRANKSTON INTERNATIONAL-ის საკუთრებაშია.

შეგახსენებთ, რომ “ოლდ სითი დიველოპმენტის“ მეშვეობით იგეგმება “პანორამა თბილისის” პროექტის განხორციელება.

banner
წინა სტატიაშივეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად კობა კობალაძე დაინიშნა
შემდეგი სტატიაკახა კუკავა: არასაპარლამენტო ოპოზიციამ საპროტესტო აქციებისათვის მზადება უნდა დაიწყოს