“განხილვა დიდი ხანია პოლიტიკურ განხილვის საგნად გადაიქცა” – ჯაბა სამუშია ნაზღაიძის საქმეზე

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საქმის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებაზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, „ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, როდესაც სასამართლომ მოქალაქეებს მიმართა და სასამართლომ მიიღო წარმოებაში. ამ საკითხის სამართლებრივი განხილვა დიდი ხანია პოლიტიკურ განხილვის საგნად გადაიქცა“- აღნიშნა სამუშიამ. მისი თქმით, თუ დადგინდება, რომ საკრებულოს კანონი არ დაურღვევია, მაშინ საინტერესოა, ბოდიშს მოუხდიან თუ არა ნაზღაიძის ოჯახს იმ გამონათქვამების გამო, რაც ისმის.
„ეს არის უპატივცემულობა, როდესაც ერთი მხრივ საკითხი შეგაქვს სასამართლოში და გინდა, რომ სამართლებრივი კუთხით იდაო და ასე თქვათ, სიმართლე გაარკვიო და მეორე მხრივ, ყველაფერია ამ საკითხთან დაკავშირებული თქმული, მაგალითად, კორუფციული გარიგება, კანონის დარღვევა,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

banner
წინა სტატიაშიევროპის მაუწყებელთა კავშირმა დაადასტურა “ევროვიზიის” შესაძლო ბოიკოტი
შემდეგი სტატიაპესკოვი: რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობა “ცივ ომზე” უარესია