განხეთქილება “დიდ შვიდეულში”: ტრამპთან ვერ მოილაპარაკეს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და “დიდი შვიდეულის” ქვეყნებს შორის G7 სამიტზე შეთანხმება ვერ შედგა. უთანხმოება, ძირითადად, ვაჭრობის საკითხებს ეხება. პარტნიორები აღშფოთებული არიან ტრამპის გადაწყვეტილებით ალუმინსა და ფოლადზე გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით. ექსპერტები და პოლიტიკოსები სავაჭრო ომზე ლაპარაკობენ. ჯერჯერობით, გაურკვეველია, იქნება თუ არა დასკვნითი განცხადება, რომელიც შაბათს უნდა გამოქვეყნდეს და რომელსაც მონაწილე ქვეყნებმა ხელი უნდა მოაწერონ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ ტრამპმა სამიტის დასრულების შემდეგ თქვა, რომ დასკვნითი განცხადება, შესაძლებელია, აშშ-ს გარეშე გავრცელდეს. სააგენტო ბლუმბერგი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ საფრანგეთი G7 ლიდერების ერთობლივ განცხადებას ხელს არ მოაწერს, თუკი აშშ უარს არ იტყვის დაწესებულ გადასახადებზე და თანხმობას არ მიიღებს ირანისა და პარიზის კლიმატის შესახებ შეთანხმებებზე.
სამიტი კანადაში, კვებეკში მიდის. როგორც ელოდებიან, სამიტს პირველი დონალდ ტრამპი დატოვებს და სინგაპურში გაემართება, სადაც 12 ივნისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს უნდა შეხვდეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისენაკში სუსის თანამშრომელი ფარული თვალთვალის ფაქტზე გამოიჭირეს
შემდეგი სტატიაერაყელმა ალი ბ-მ გერმანელი გოგონას მკვლელობა აღიარა