განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

“ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.

“ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ორი ახალგაზრდის ძილში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს მოძრაობა თეთრმა ხმაურმა დღეს გაავრცელა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუოოდა, რადგან ეჭვი აქვთ, რომ ნარკოტიკული საშუალებები საგანგებოდ არის დაბინძურებული გაურკვეველი მომწამლავი ნივთიერებებით.

banner
წინა სტატიაშიუყიდის თუ არა მანქანას ივანიშვილი პოლიციის უფროსის მოადგილეს?!
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩვენ დავასრულებთ ფეოდალის ბოგინს საქართველოში( ვიდეო)