,,განგვიმარტოს სუს-მა, რას გეგმავენ რუსთავი 2-თან დაკავშირებით”

news
: news დეკემბერი 8, 2015 21:35

,,განგვიმარტოს სუს-მა, რას გეგმავენ რუსთავი 2-თან დაკავშირებით”

„რუსთავი 2“-ის ფინანსური დირექტორის კახა დამენიას მძღოლი კახა კუბლაშვილი სუს-ის მხრიდან გადაბირების მცდელობაზე საუბრობს.
კუბლაშვილი იხსენებს, რომ იგი იპოდრომის ტერიტორიაზე ოპერატიულმა ავტომანქანამ გააჩერა. მისი ინფორმაციით, ჯერ გაჩხრიკეს, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს. დეტალებს კუბლაშვილი „კურიერთან“ საუბრისას ჰყვება.

„საბუთები მთხოვეს, შემდეგ მკითხეს, ხომ არ მქონდა იარაღი. ვუპასუხე, რომ არ მქონდა. შემამოწმეს და ამის შემდეგ მანქანაში ჩამისვეს. დამიწყეს საუბარი, რატომ მუშაობ ამდენ ხანს „რუსთავი 2“-შიო და ასე შემდეგ. იცოდნენ ვინც იყო ჩემი უფროსი – კახა დამენია. მითხრეს, მიდის ის კომპანიიდან, შენ რჩები და ამ ხელფასზე რატომ უნდა იმუშაო. უფრო მეტი ხელფასი შემომთავაზეს. შენ ბევრი რამე გეცოდინება სად მიდის შენი უფროსი და ვის ხვდებაო. ვუთხარი, რომ ჩემთან ჩემი უფროსი ჩემთან შეხვედრების დეტალებზე არ საუბრობს. მითხრეს, რომ ოპერატიული სამსახური იყო, მაგრამ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლები იყვნენ. სულ სამი პირი იყო. ალბათ შევძლებ ამოცნობას იმ პირის, ვინც საუბრის დროს ყველაზე აქტიური იყო“, – ამბობს კუბლაშვილი.

აღნიშნულ ფაქტს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარში დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

იგი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყოს.

„როდესაც მძღოლს აჩერებენ და 2 საათის განმავლობაში აკაჩავებენ, განგვიმარტოს სუს-მა რას გეგმავენ საერთდ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით“, – განაცხადა გვარამიამ.

news
: news დეკემბერი 8, 2015 21:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,617
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics