განგაში თურქეთში-საჰაერო-სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან

თურქეთის საჰაერო-სამხედრო ძალები განგაშის ნარინჯისფერ დონეზეა გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის სამთავრობო სააგენტო Anadolu Agency ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი სამხედრო წრეების წარმომადგენლები განმარტავენ, თურქეთის ავიაბაზებზე გამოცხადებული განგაშის ფორმა გულისხმობს ყველაფრისთვის სრულ მზადყოფნას და მფრინავების მხრიდან დაუყოვნებლივ პასუხს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე.

თუქრეთში განგაშის 3 ძირითად ფორმას იყენებენ: თეთრი (თავდასხმის მცირე ალბათობა), ყვითელი (თავდასხმის ალბათობა არსებობს) და წითელი (შეტაკების ან ომის მაღალი ალბათობა), თუმცა სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის არსებობს ასევე ნარინჯისფერი დონე, რომელიც ფორმალურად ნიშნავს, რომ შეტაკებები ნებისმიერ დროს შეიძლება განხორციელდეს და სამხედრო ძალები მზად უნდა იყვნენ თავდაცვისა და თავდასხმისთვის.

ავიაბაზებზე განგაშის დონე მას შემდეგ აამაღლეს, რაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰარეო სივრცე დაარღია.

banner
წინა სტატიაშიდაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში-პრორუს მებრძოლებს ადგილზე ქართველებიც ებრძვიან
შემდეგი სტატიალავას ოღლის ადვოკატი – “პროკურატურას მოუწევს, რომ თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდოს”