დავით ნარმანია: განცხადება არ დამიწერია და არც ვაპირებ დაწერას

თბილისის მერი დავით ნარმანია ვადამდე ადრე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნარმანიას თქმით, მის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარკვეული ძალები შეგნებულად ავრცელებენ.

“განცხადება არ დამიწერია და არც ვაპირებ დაწერას. ეს არის ისევ და ისევ ჭორები, რომელსაც, ალბათ, გარკვეული ძალები შეგნებულად ავრცელებენ. თუმცა, ფაქტი და რეალობა სხვა არის – უფრო მეტი შემართებით და უფრო ენერგიულად ვაგრძელებ მუშაობას,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი ბიზნესმენებს მიმართავს
შემდეგი სტატიაერაყში ქალაქი რამადი ისლამისტებისგან გაანთავისუფლეს