,,განათლების სფერო რეფორმებსაა მოწყურებული და თუ ამის პოლიტიკური გამბედაობა არ გვეყო, ერთ წრეზე ვიტრიალებთ”

განათლების სფერო რეფორმებსაა მოწყურებული და თუ პოლიტიკური გამბედაობა არ გვეყო, დავიწყოთ განათლების სფეროს რეფორმირება, ერთ წრეზე ვიტრიალებთ, – აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობის ნდობის საკითხის განხილვისას გააკეთა.

”შეუძლებელია 30-35 მოსწავლიან კლასებში სწავლის ხარისხის გაზრდა. ჩვენ მომავალ წელს 14 ახალ სკოლას ვაშენებთ, მაგრამ 14-ვე ახალი სკოლა ეს არის ავარიული სკოლების ჩანაცვლება ახალი შებობა-ნაგებობებით. გადასახედია სკოლის პედაგოგების შრომის ანაზღაურების წესი. სერტიფიცირებული პედაგოგების გარეშე ჩვენ ახალ სკოლას ვერ შევქმნით. სერტიფიცირებული პედაგოგების შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია საათების რაოდენობაზე. მცირე კონტიგენტიან სკოლებში – არის მთის თუ სოფლის სკოლები, შეუძლებელია იყოს საათების რაოდენობა. თუ ეს შეუძლებელია, გამოდის, რომ სკოლის პედაგოგებს არა აქვთ სტიმული, გადამზადება გაიარონ და განათლების გაღრმავებაზე იზრუნონ”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე შესაცვლელია უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი. ქუცნაშვილის შეფასებით, დღეს უმაღლესი სასწავლებლები ზარმაც სტუდენტზე მიმაგრებული გრანტის მძევლები არიან, ხოლო სხვა შემთხვევაში, ისინი დაფინანსებას დაკარგავენ.

”ჩვენ მარტო ორ უნივერსიტეტზე წელიწადში 100 მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ და ეს ორი უნივერსიტეტი ვერასდროს ვერ მოხვდა მსოფლიოს 1000 უნივერსიტეტის ბოლო ათასეულში მაინც”, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : სააკაშვილი ჭაობში ჩაეფლო და ნიკა მელიამ ახალი ლიდერის ფუნქციის შესრულება დაიწყო
შემდეგი სტატია,,შესაძლებელია კრიტიკული აზრის ისე გამოთქმა, რომ პირად ღირსებას არ შეეხო – თუ წითელ ხაზს კვეთ, პასუხისთვის მზად უნდა იყო”