განათლების სამინისტრო სკოლებში სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიალავროვი: საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გაყინვის სტადიიდან გამოდის