განათლების მინისტრის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შევიდა

tamar-sanikidze

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა განათლების მინისტრის საქმიანობაზე გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა.

დავით ფერაძის განმარტებით, თამარ სანიკიძის განცხადება, რომ სამინისტროში ე.წ. ოდეერები არ მუშაობენ, სიმართლეს არ შეესაბამება და ამის დასამტკიცებლად პროკურატურას იმ პირთა სია გადასცა, ვინც, მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობენ.

დავით ფერაძის მეორე მოთხოვნა უკვე განათლების მინისტრის მხრიდან მასზე განხორციელებული მუქარის გამოძიებას ეხება.

უწყებას ფერაძის ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
შემდეგი სტატიაციხისძირში ასწლოვანი ხის გადატანის პროცესი დაიწყო