განათლების მინისტრი მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

განათლების მინისტრი მისი და ზოგადად მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

თამარ სანიკიძე ამბობს, რომ პრემიერთან ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია.

“მუშაობას ვაგრძელებთ და ამ ეტაპზე, როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, არანაირი ცვლილების განხორციელებას არ აპირებს. ხვალ, ზეგ რა იქნება და ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, რომ აქ სამუდამოდ დავრჩეთ, არცერთი მინისტრის სურვილი ეს არ არის, მჯობნის მჯობნი არ დაილევა და ყველა პოზიტიურ ცვლილებას მივესალმებით”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიტერაქტი ავღანეთში დაღუპულია 6 ხოლო დაშავებულია 11 ადამიანი
შემდეგი სტატიამაჰირ მამედოვი “გაზპრომთან” მოაპარაკებების წარმოებას უარყოფს