განათლების მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში იქნება

განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დაკომპლექტებულ ახალ მინისტრთა კაბინეტში იქნება.

ამის შესახებ ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე მიმდინარეობს და შემოთავაზების შემთხვევაში, აუცილებლად დათანხმდება, თუმცა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ამაზე მსჯელობა არ ყოფილა.

“პრემიერის გადასაწყვეტია, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში ვიქნები”, – განუცხადა ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ვინ იქნება ფინანსთა მინისტრი, ამას პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას, ლარის მიმართ ნდობა უნდა გაიზარდოს