“განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” უქმდება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 15, 2017 12:16

“განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” უქმდება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის “განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” ლიკვიდაცია ცხადდება.

შესაბამისი ცვლილება “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

მთავრობა განმარტავს, რომ აღნიშნული სისტემის ლიკვიდაცია საოპერაციო ხარჯის შემცირებისთვის ხდება და მის უფლებამონაცვლედ განათლების სამინისტრო განისაზღვრება.

“აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ისეთი ფუნქციები აღარ აქვს, რომელიც მის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად არსებობას აუცილებელს გახდიდა, რამდენადაც მიმდინარე წლიდან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განხორციელდა იმ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომელსაც წინა წლებში თავისი ადამიანური რესურსის საშუალებით ახორციელებდა”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 15, 2017 12:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,617
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics