განახლებული მინისტრთა კაბინეტი მთავრობის პირველ სხდომას მართავს

მთავრობის პირველ სხდომას გამართავს დღეს განახლებული მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც მინისტრის რანგში პირველად ესწრებიან ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშნული მამუკა ბახტაძე და განათლების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. სხდომაში ახალი სტატუსით მონაწილეობენ ასევე დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი გახარია. ქუმსიშვილი, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობს, გახარია კი შსს-ს.

დღის წესრიგით, სხდომაზე სულ 7 საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მათ შორის პირველი სწორედ მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხია. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე დღეს თბილისის გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების უფროსებს წარადგენს
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების ფორმირება დღეს მოხდება