განადგურებული საგზაო ნიშნები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლები – ივანიშვილის პარკში გადასატანი ჭადარი უკვე ანაკლიის სანაპიროზეა

დენდროლოგიურ პარკში გადასატანად 100 წლოვანი ჭადარი უკვე ანაკლიის სანაპიროზეა.

მისი ტრანსპორტირება სოფელ დიდინეძიდან დაიწყო და დღეს გაგრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში კი ვიდრე ხე გადაჰქონდათ, შეზღუდული იყო მოძრაობა.

განადგურებულია საგზაო ნიშნები, მოჭრილია ხის ტოტები, 11 სოფელში კი გათიშული იყო ელექტროენერგია.

ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ არაგაბარიტული ტვირთის გატარების თაობაზე შემოსული განცხადების საფუძველზე კომპანიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა

banner
წინა სტატიაშიკუპრავას ადვოკატი განაჩენს ასაჩივრებს და დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს