ცოტნე გამსახურდია:მე ვერ წარმომიდგენია სააკაშვილი მსგავს როლში რამოდენიმე წლის წინ

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანება

ცოტნე გამსახურდია ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერVIEW“-ს სტუმარი იყო.

“ვუყურე ბიძინა ივანიშვილს სალომე ასათიანთან. არ დავიწყებ ახლა ნიუანსების ჩამოთვლას და დაკონკრეტებას იმიტომ, რომ არ მინდა რესპოდენტისათვის შანის მოგებაში ჩამომართვათ. რესპოდენტისათვის, რომლს სახელსაც არაერთი კარგი საქმეც უკავშირდება. ფაქტია, რომ ეს ეთერი დიდი ანგარიშით ჟურნალისტის სასარგებლოდ დასრულდა.
მახსენდება ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე და დასაწყისში. ვადარებ დღევანდელს და ვრწმუნდები, რა მძიმე შედეგები მოაქვს პოლიტიკოსისთვის თვითტკბობას და თვითიზოლაციას განსაკუთრებით საქართველოში: ძირითადად ლაქიებისა და გუნდრუკის მკმეველთა გარემოცვაში. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს მისი გონების შექმნილ ჯურღმულში, საიდან ამოსვლა ძალზე ძნელიაო, ამბობდა ამაზე აინშტაინი…
პარდონ, გული მერევა ამ ლაქიებისა და ხელის ბიჭების აღფრთოვანებულ, ცარიელ მონოლოგებს რომ ვკითხულობ, რომელსაც ისინი პრინციპში ყველა ხელისუფალს უძღვნიდენ; ან, როგორც მინიმუმი, მათ, ვინც ჭირდებოდათ.არ დავიწყებ ჩამოთვლას, თუ ვნმემ იცანით საკუთარი თავი, უბრალოდ დაახვიეთ ჩემი საფრენდეთიდან!
ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ დღევანდელი ეთერი უდაოდ არის ივანიშვილის დამსახურება პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მე ვერ წარმომიდგენია სააკაშვილი მსგავს როლში რამოდენიმე წლის წინ, და არა მგონია, აქ ვცდებოდე. თუმც ეს სულაც არ არის საკმარისი!
და ბოლოს: ბატონო ბიძინა, სასტიკი აუცილებლობა საუკეთესო მასწავლებელია. დარწმნებული ვარ, ეს კარგად იცით. დააფასეთ სალომესნაირი ადამიანები, პროფესიონალები, ისინი ჯურღმულიდან ამოსვლაში გეხმარებიან – თქვენც, ჩვენც, და ქვეყანასაც! ჯურღმულიდან, რომელშიც ის დამოუკიდებლობის პირველი დღიდან არის სწორედ ხსენებული ლაქიების კონფორმიზმის, მაამებლობის თუ მომხვეჭელობის გამოისობით”-წერს ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი ჩვენს თვალწინ ხურდავდება, იფუშება და ლეგენდიდან ერთი პატარა კაცუნა ხდება
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება