“გამოვთქვამ იმედს, რომ ამ ღონისძიებიდან წასულები განსხვავებულად დააფასებთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას”

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილინოისის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც 18 წლის წინ ფინანსების სფეროში მაგისტრის ხარისხი მიიღო.

პრემიერ-მინისტრმა პროფესორ-მასწავლებსა და სტუდენტებს საქართველოს შესაძლებლობები და მთავრობის სამომავლო გეგმა- რეფორმების დღის წესრიგი გააცნო; ისაუბრა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, განსაკუთრებით ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ქვეყანაა.

ილინოისის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები იყო.

“ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი,”-აღნიშნა გამოსვლისას პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ძირითად მიზნად საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა დაასახელა.

“დასასრულს, მადლობას მოგახსენებთ საქართველოთი დაინტერესებისთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ ამ ღონისძიებიდან წასულები განსხვავებულად დააფასებთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს რეგიონსა და მთელს მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალას. ასევე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოში ჩამოხვალთ. ცხადია, ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ჩვენს პატარა ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საუცხოო სანაპიროები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია,”-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ილინოისის სტუდენტების დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, საბჭოთა ქვეყნიდან თანამედროვე დასავლურ ქვეყნად ტრანსფორმირების პროცესს, საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა.

ბოლო შეკითხვა გიორგი კვირიკაშვილს მისმა ყოფილმა პედაგოგმა, პროფესორმა მორგან ლინგმა დაუსვა: «როდის მიიღებს ილინოისის უნივერსიტეტი თქვენი შვილიდან ერთ-ერთის აპლიკაციას, სწავლის მოთხოვნით?» პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ილინოისის უნივერსიტეტში მისი უმცროსი შვილი ისწავლის.

ინფოარმაციას მთვარობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სააღდგომოდ გაფუჭებული ქათმები დაურიგეს
შემდეგი სტატიადავიდ ქემერონი: ევროკავშირიდან გასვლა დიდ ბრიტანეთში ფასების ზრდას და ხელფასების შემცირებას გამოიწვევს