გამოფენისთვის გაგზავნილი ყირიმული ღვინო დააკავეს

იტალიის ქალაქ ვერონაში ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე ყირიმიდან გაგზავნილი პროდუქცია დღეს, 11 აპრილს დააკავეს – ყირიმული მედია წერს. ოკუპირებული ყირიმის დე-ფაქტო ხელმძღვანელმა სერგეი აკსენევმა მომხდარს “სულელური პოლიტიკური ნაბიჯი” უწოდა. მისი თქმით, იტალიური მხარისთვის ცნობილი იყო, რომ ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი, იღებდა მონაწილეობას გამოფენაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი და მეი შეთანხმდნენ, რომ პუტინს დაარწმუნებენ იმაში, რომ ასადის მხარდაჭერაზე უარი თქვას
შემდეგი სტატიაბერლინის შენეფელდის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა