გამომძიებლება MH17-ს კატასტროფაში რუსების შესაძლო მონაწილეობაზე კომენტარი არ გააკეთეს (ვიდეო)

14საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი უარს ამბობს კომენტარი გაუკეთოს რუსეთის ან მისი მოქალაქეების შესაძლო კავშირზე MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით – შესაბამისი განცხადება გაისმა რამდენიმე საათის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც შემდეგ “იუთუბზე” აიტვირთა.
ექსპერტებმა ასევე განაცხადეს, რომ გამოძიებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება იმისათვის, რომ დამნაშავეები დაადგინოს, რაც 2018 წლამდე ვერ მოხდება. მიმდინარე მომენტში მათ სახელებისა და გვარების დასახელება არ შეუძლიათ.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც უკრაინის თავზე მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის МН17-ის ჩამოგდების საქმეს იძიებს, ავრცელებს, რომ ლაინერი სნეჟნოვოს დასახლებული პუნქტიდან გაშვებული რაკეტით იქნა ჩამოგდებული.
მტკიცებულების სახით, დაღუპულების ნათესავებს წარუდგინეს ფოტო და ვიდეოჩანაწერი, ასევე, საუბრის ჩანაწერი.
გამოძიების თქმით, გამშვები მოწყობილობა “ბუკი”, საიდანაც თვითმფრინავის ჩამოსაგდებად რაკეტა იქნა გაშვებული, უკრაინაში რუსეთიდან იყო შემოტანილი. მათ კატასტროფაში ეჭვმიტანილების ასკაციანი სიაც აქვთ.

დაღუპულთა ნათესავების თქმით, ინფორმაცია, რომელიც მათ წარუდგინეს, ამომწურავია.
МН17-ის კატასტროფის დროს და ახლაც, სნეჟნოვოს თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის პრორუსული სეპარატისტები აკონტროლებენ.

საეთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში შედიან წარმომადგენლები ნიდერლანდებიდან, ავსტრალიიდან, მალაიზიიდან, ბელგიიდან და უკრაინიდან. ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით მუშაობს. მათი დასკვნები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი შეიძლება გახდეს..

კატასტროფა 2014 წლის ივლისში მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: საუბარი იყო 4,5 მილიონ ლარზე, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ვალად ედო მისი გამფლანგველი ხასიათის გამო
შემდეგი სტატია(ვიდეო) სირიის არმიამ ალეპოს განთავისუფლებული ქუჩების ვიდეო გაავრცელა