გამოკითხულთა უმეტესებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

NDI-ს კვლევების თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი გამოკითხულთა უმეტესებისთვის სამუშაო ადგილებია. გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. 35% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი არის ფასების ზრდა/ინფლაცია, 30% – სიღარიბეს, 26% – პენსიებს ასახელებს, ხოლო ხუთეულის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტერიტორიული მთლიანობა სახელდება.
გამოკითხვის თანახმად, რუსეთთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად კვლევაში მონაწილე ადამიანების 12%-მა დაასახელა.
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიNDI- გამოკითხულთა 58 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს
შემდეგი სტატია77%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს