NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ საქართველო ახლა საცხოვრებლად უკეთესი ადგილია, ვიდრე 15 წლის წინ. აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს 24%-ს. $%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
თბილისში გამოკითხულთა 69 % მიიჩნევს, რომ საქართველო ახლა უკეთესი ადგილია საცხოვრებლად ვიდრე, 15 წლის წინ. 25%-ს უარყოფითი პასუხი აქვს.
სოფელში მაცხოვრებელთა 74%-ს აღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხი აქვს, 23%-ს კი უარყოფითი.
საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 ათას 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.