გამოკითხულთა 70 %-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება – IRI ბოლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტი IRI, ბოლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 2016 წლის 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლის 1500 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის ცდომილება დაახლოებით 2 პროცენტია. კურიერის მაყურებელი კვლევას გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრეც გაეცნო.

IRI-ის კვლევაში მონაწილე მოქალაქეთა 70 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება. 16 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება.

IRI დაინტერესდა რომელ ტელეარხს და გადაცემებს უყურებენ მოქალაქეები. გამოკითხულთა უმრავლესობა – 80 % რეგულარულად უყურებს რუსთავი 2-ს, იმედს – 78, მაესტროს – 45.

კითხვაზე რომელი არხის ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად? აქაც უმრავლესობა – 46% რუსთავი 2-ს ასახელებს, იმედს 25. 52 პროცენტი კურიერს უყურებს, 25 ქრონიკას. უმრავლესობა – 48 პროცენტი ენდობა კურიერში გასულ ინფორმაციას, ქრონიკას – 21. ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ თოქშოუდ გიორგი გაბუნიას არჩევანი დასახელდა, რომელსაც გამოკითხულთა 48% უყურებს.

IRI ასევე დაინტერესდა თუ რას ფიქრობს ხალხი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. გამოკითხულთა უმრავლესობა – 54 % ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, 16 %-ს კი მიაჩნია, რომ ეს არის დავა ორ კერძო პირს შორის.

მოქალაქეებს ასევე კითხეს რამდენად თავისუფალია ქართული მედია, პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის თვალსაზრისით და არსებობს თუ არა ხელისუფლების მხრიდან კონტროლი მედიაზე. 23 პროცენტი ფიქრობს, რომ მედია სრულად თავისუფალია, არ არის თავისუფალი მიაჩნია 13-ს, ნაწილობრივ თავისუფალია 54 პროცენტის აზრით.

კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმოთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს. კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია გაუმკლავდეს და გადაწყვიტოს საქართველოში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები, გამოკითხულთა 15 პროცენტის აზრით, პრობლემებს გაუმკლავდება და გადაწყვეტს ნაციონალური მოძრაობა, 13 პროცენტს მიაჩნია, რომ ქართული ოცნება, 5 პროცენტი ფიქრობს რომ თავისუფალი დემოკრატები მოახერხებენ პრობლემების მოგვარებას.

კითხვაზე რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს საპარლამენტო არჩევნები მომავალ კვირას რომ ჩატარდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი ქართული ოცნებას ასახელებს, 19 ნაციონალური მოძრაობას, თავისუფალ დემოკრატებს 13, ლეიბორისტებს 8, პატრიოტთა ალიანსს 4.

რას ფიქრობს მოსახლეობა პოლიტიკოსებსა და ცნობილ ადამიანებზე. პირველი ადგილი პაატა ბურჭულაძემ დაიკავა, რომელიც გამოკითხულთა 75 %-ს მოსწონს, დავით სერგეენკოს 64 % აქვს, ირაკლი ალასანია 60, საქართველოს პრეზიდენტია ასევე 60, გიორგი კვირიკაშვილი – 56, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე 54%, შალვა ნათელაშვილი 50, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი 48.

banner
წინა სტატიაშილონდონის ყოფილმა მერმა ჰიტლერს სიონისტი უწოდა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI)-ის კვლევის შედეგებს საპარლამენტო უმრავლესობა არ ენდობა