გამოკითხული ამერიკელების უმეტესობა მესამე მსოფლიო ომის გარდაუვალობაზე საუბრობს

ამერიკელების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია – ამაზე გამოკითხვა მოწმობს, რომელიც კომპანია YouGov-მა ჩაატარა, წერს The Independent-ი.
კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 64% თვლის, რომ მსოფლიო უფრო მეტად უახლოვდება დიდ შეიარაღებულ კონფლიქტს და მხოლოდ 15%-ს სჯერა, რომ მშვიდობა იქნება. აშშ-ში ომის შესაძლო ერთ-ერთ მიზეზად ტერორიზმის საფრთხე სახელდება, ასევე სირიასა და ახლო აღმოსავლეთსი მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები.
კვლევა ცხრა ქვეყანაში ჩატარდა და მასში 9 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დიდ ბრიტანეთში მესამე მსოფლიო ომს 61% ვარაუდობს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რეჟიმის მეთაურ ბიძინა ივანიშვილს ეკისრება-ნათალაშვილი
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილის თქმით, ფრაქციის სხდომაზე ხვალ ნიკა მელიას გადარჩევაზე იმსჯელებენ