გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ახლა იწყება – დავით ჯანდიერი

„გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ახლა იწყება”-ეს განცხადება, იურისტმა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, დავით ჯანდიერმა გააკეთა. ჯანდიერმა, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2″-ის საქმეზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ აქამდე ხელისუფლების პოზიცია იყო, რომ, თითქოს, ეს იყო დავა 2 პირს შორის, ახლა ფორმალურად ხელისუფლება არის მხარე ამ პროცესში. მისივე განცხადებით, იმაზე აპელირება, რომ ეს არის საქმე რუსთავი2 საქართველოს წინააღმდეგ, არის „უცოდინარობა ან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”.

დავით ჯანდიერი პრემიერის წერილსაც გამოეხმაურა, რომელმაც მან ევროპარლამენტარებს მათსავე წერილზე საპასუხოდ გაუგზავნა.

„ყველაზე მთავარია, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, გონიერების ვალდებულება აქვს, ვერ დავინახე, რომ ხელისუფლება შესაბამისი სიფრთხილით, ყურადღებით უყურებს იმ გზავნილებს, რომელიც ევროპული ქვეყნებისგან მოდის. ერთადერთი გამოსავალი ახლა არის სიდინჯე, ხელისუფლებამ როგორღაც უნდა მოახერხოდ “რუსთავი 2”-თან მორიგება, მხარეს შეუძლია მორიგება განახორციელოს, იმიტომ, რომ სტრასბურგის კონვენცია ამის შესაძლებლობას იძლევა,“- განაცხადა ჯანდიერმა.

დავით ჯანდიერმა მოსახლეობას, დღეს რუსთაველის გამზირზე, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მხარდამჭერ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩომ დაღუპული ქართველი პოლიციელი ქალის სახელობის ორდენი დააწესა
შემდეგი სტატიაევროსასამართლომ ცხადყო, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი – კინწურაშვილი “რუსთავი2”-ის საქმეზე