“გამოხატვის თავისუფლების მიმართ ჩვენი თავდადება, წელს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლების მიმართ თავდადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წელს – ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არაფერია თავისუფლების გარეშე.

“წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.

ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად.

ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მოსამართლეები და პროკურორები უვადოდ ინიშნებიან და შიდა რეგულატორულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან.

ასევე მტკიცედ გვწამს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების. „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“-ს მონაცემებით, 2015 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანაა, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გამოხატვის თავისუფლების მიმართ ჩვენი თავდადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წელს – ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

2012 წლის შემდეგ, ჩვენ ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები როგორც ადგილობრივ, ისე საპრეზიდენტო დონეზე. მოუთმენლად ველით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანია. დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია.

ქართველები ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესი რეგიონალური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი წყაროა.

ჩვენ ვაფასებთ CAMCA-ს ფორუმის მნიშვნელოვან როლს რეგიონში ეკონომიკური ზრდასა და განვითარებაში გაწეული დახმარების კუთხით.

ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი სტიპენდიატებს, ვუსურვებ, რომ ამ შეხვედრამ გააძლიეროს თქვენი ერთმანეთთან თანამშრომლობის სურვილი მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს საქართველოს მიმართ ერთგულებისათვის და გისურვებთ აქ დროის მაქსიმალურად პროდუქტიულად გატარებას”,- მიმართა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგოგონა, რომელსაც ანაკლიის პოლიციის უფროსი მანქანით დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
შემდეგი სტატია“დღეს, საქართველოს გავლით აზიიდან ევროპაში და პირიქით საქონლის ტრანზიტი შთამბეჭდავად მარტივი და იაფია”