გამოცემამ theculturetrip ქართული იმ 10 უძველეს ენას შორის დაასახელა, რომელზეც დღემდე საუბრობენ

გამოცემამ theculturetrip ქართული იმ 10 უძველეს ენას შორის დაასახელა, რომელზეც დღემდე საუბრობენ. გამოცემა წერს, რომ კავკასიის რეგიონი ენათმეცნიერების ნამდვილი კერაა.

„სამი ძირითადი ქვეყნის – აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ენები სხვადასხვა ენათა ჯგუფიდან მოდის. ქართული ერთადერთი კავკასიური ენაა, უძველესი ტრადიციული ლიტერატურით. ქართული ულამაზესი და უნიკალური ანბანიც მსოფლიოში უძველესია, რომელიც მესამე საუკუნეზე ძველია“, – წერს სტატიის ავტორი. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქართველურ ენათა ჯგუფში ოთხი ენა არსებობს, რომელზეც საქართველოს სხვადასხვა მხარეში უმცირესობები საუბრობენ, თუმცა ისინი მსოფლიოში სხვა ენის მსგავსი არაა.

ქართულ ენასთან ერთან გამოცემა მსოფლიოს უძველეს ენებს შორის ასახელებს ფინურს, მაკედონიურს, ბასკურს, ისლანდიურს, ლიტვურს და ტამილურს.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) რუსეთში პაციენტმა მედიკოსი სასტიკად სცემა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო