გამგეობის წინ მოშიმშილე მოხუცის საკითხი ისევ გაურკვეველია

გამგეობის წინ მოშიმშილე მოხუცის საკითხი ისევ გაურკვეველია

გამგეობის წინ მოშიმშილე მოხუცის საკითხი ისევ გაურკვეველიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უწყების შენობის წინ მოშიმშილე 78 წლის მწოლიარე ციალა ჯოჯუას უსაფრთხო და მყიდრო გარემოში გადაყვანის საკითხზე იმსჯელეს.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები და მოშიმშილე მოხუცის ქალიშვილი ლალი ცირდავა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გოგი თოდუას ოჯახის წევრებიც, რომლებსაც ასევე ბინების გადანაწილებასთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზიები.
ლალი ცირდავამ გამგეობის თანამშრომელი ზურაბ ალანია, რომელიც კომუნალურ სამსახურში მუშაობდა, ბინების გადანაწილების თაობაზე დოკუმენტაციის გაყალბებაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, ალანია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თოდუებმა და ჯოჯუებმა კუთვნილი ბინები მიიღეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლალი ცირდავას მოხუცი დედის სახლში წაყვანას სთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ დედამისი სახლში კუთვნილი ბინის მიღებამდე არ წავა.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ჯოჯუებისა და თოდუების ოჯახს დახმარებას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ საკითხს ბოლომდე მიადევნებს თვალყურს.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბაგრატ ქირიამ კი განაცხადა, რომ მათთვის მთავარი მოხუცი ქალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.
შეგახსენებთ, რომ მწოლიარე ციალა ჯოჯუა გამგეობის შენობის წინ 13 დღეა შიმშილობს.

banner
წინა სტატიაში“საზოგადოება არის ორ ნაწილად გახლეჩილი” – ბიძინა ივანიშვილი რუსთავი2-ზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: მე თუ ვმართავდი სასამართლოს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ მომინდებოდა