,გამჭვირვალე პროცედურა უნდა არსებობდეს მოსამართლის წარსული საქმიანობის შესაფასებლად”

„ერთობა“ - ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?!

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნას და აცხადებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რომელიც არსებობს, საკმარისი არ არის.
როგორც გვენეტაძემ სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ორგანიზებული ფორუმის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მუშაობს.
“შერჩევის პროცედურები არსებობს, მაგრამ არ არის საკმარისი. ყველა გამჭვირვალე პროცედურა უნდა არსებობდეს მოსამართლის წარსული საქმიანობის შესაფასებლად და ამავდროულად საბჭოში გასაუბრების ეტაპზე კონკურსში დასასმელი კითხვებიც უნდა არსებობდეს, რაც გამოკვეთს მოსამართლის დამოუკიდებლობისა და კვალიფიციურობის დონეს. ეს საკითხები იხილება დღეს და გათვალისწინებული იქნება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალია ქვეყანა, სადაც ოკუპანტის ჯარი არ დგას“
შემდეგი სტატიაშალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა