“გამაოგნა, რომ ასე უდიერად ვეპყრობით ადამიანებს”- უსუფაშვილი შსს-ს აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შინაგან საქმეტა სამინისტროს აკრიტიკებს და იარაღის სამალავების აღმოჩანასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების თარიღს და ფორმას უწუნებს. მისი თქმით შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის ხელისიფლებაში მოსვლისთვის ვითარების გამწვავებას ცდილობდეს, მაგრამ ამ თემაზე ხელისუფლების რეაქცია ისეთია, შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლებას ეს უხარია და ამომრჩევლის დაზაფვრას ცდილობს:

„ჩემი რეაქცია, პირველ რიგში, გამოიწვია იმ ფორმატმა, როგორც მოგვეწოდა ინფორმაცია, ის პირველი განცხადება, რაც გავრცელდა, ჩემი აზრით შოკისმომგვრელი იყო. ერთი მხრივ, იარაღის რაოდენობის აღმოჩენის ფაქტია გამაოგნებელი, მაგრამ ამაზე უფრო სერიოზული და დასაფიქრებელია, როდის და როგორ კეთდება ასეთი თემების საზოგადოებისთვის მიწოდება. შს მინისტრმა გვითხრა ეს იარაღი სამალავებში ჩადებული იყო 2009-2011 წლებში და მათი ამოღება სხვადასხვა დროს ხდებოდა. სხვადასხვა დროს ამოღებული იარაღები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თან გვეუბნებიან არჩევნები არაფერ შუაშია. გამაოგნა იმან, რომ ასე უდიერად ვეპყრობით ადამინებს,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ მშვიდია
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქოში რომის პაპთან შეხვედრას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო