გალში პილიტიკური პარტია “ამცახარას” რეგიონალური ოფისი გაიხსნა

გალის რაიონში პოლიტიკური პარტია “ამცახარას” რეგიონალური ოფისი გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ “ამცახარა” თავდაპირველად შეიქმნა, როგორც აფხაზეთის “სამამულო ომის ვეტერანების პარტია”, თუმცა აფხაზური ხელისუფლება ეჭვქვეშ აყენებს პარტიაში გაერთიანებული მეომრების დამსახურებებს. “მათი ინიციატივები, მოწოდებულია სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ”- აცხადებენ მარიონეტული რეჟიმის ხელისუფლებაში. აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ხელმძღვანელის ბესლან ბუთბას განცხადებით, “პარტიას არა აქვს არანაირი მორალური უფლება ახლანდელი აფხაზეთის მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდეს, რომელიც უკიდურესად რთულ, გარდამავალ სიტუაციაში ძალ-ღონეს არ იშურებს რესპუბლიკის განვითარებისთვის. აი, სწორედ “ამცახარას” წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს წინა მთავრობას, რომელიც საერთოდ არ ზრუნავდა ხალხზე” – მიიჩნევს ბუთბა და  მოუწოდებს პარტიის წევრებს მოქმედი მთავრობის დისკრედიტაციას დაანებონ თავი.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას
შემდეგი სტატიადაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში პირველად გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა