გალში ფაროსანასთან ბრძოლა „აქტიურდება“

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გალში დე-ფაქტო ადმინისტრაციამ ქ. გალში და მიმდებარე სოფლებში დაიწყო საცხოვრებელ სახლებში ფაროსანას შეწამლის აქტიური პროცესი, ე.წ. დეზინსექცია.
ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლა ადამიანის ჯანმრთელობაზე პრეპარატის ზემოქმედებისა და მავნე ზეგავლენის საკითხი. როგორც ისინი ამტკიცებენ, პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ხასიათდება მაღალი ტოქსიკურობით და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამასთან საგულისხმოა, რომ არ არსებობს მისი ანტიდოტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ ჩვენს მოსახლეობას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და არ დაუშვან საცხოვრებელ ადგილებში მათთვის დარიგებული სადეზინსექციო პრეპარატის გამოყენება. მათი მოხმარება დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცესა და მიტოვებულ შენობა-ნაგებობებში, ხოლო საცხოვრებელ სახლებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მექანიკური სადეზინფექციო საშუალებები-სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები”,
განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა

banner
წინა სტატიაშიქანთარია საპარლამენტო უმრავლესობიდან “გასარიცხ დეპუტატთა” სიას ასახელებს
შემდეგი სტატიაექსპერტი: ბუტა რობაქიძის საქმეში ჩანაწერი მონტაჟია