გალში IPRM -ის მორიგი შეხვედრა იმართება- ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას საქმეზე მსჯელობას გეგმავს

ქალაქ გალში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს .

ქართულ მხარეს წარმოადგენენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს წარმომადგენელი. მათთან ერთად იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ქართული მხარე შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას საქმეში ბრალდებულის საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს გეგმავს. ქართული მხარის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი დინამიურად გრძელდება, ამ ეტაპზე რეალური შედეგები მიღწეული არ არის. ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სოხუმი ქართული მხარისგან დამატებით მასალებს ითხოვს.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს გამგებელმა ფესტივალ „აი ია“-ს გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძის დედამთილმა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა