გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საუბარი შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემას, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ბინადრობის მოწმობებთან დაკავშირებულ საკითხებს და ასევე უკანონო სამხედრო მომზადებას.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმში ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა მონაწილეობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიდაჭრა “ბასიანთან” – რას გადაწყვეტს სააპელაციო
შემდეგი სტატიაგამოვთქვამ მზაობას, პრეზიდენტის თანამშრომლები შევიფაროთ – თეა წულუკიანი