გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება

გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა იმართება. ენგურის ხიდზე სამუშაო ჯგუფებსა და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კახაბერ ქემოკლიძეს დრანდის ციხეში უკანონოდ მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლე შეხვდა. აქვე იმყოფებოდა 8 მაისს ე.წ. ფონზე დაკავებული ხვიჩა წყაროზიას მამაც. კახაბერ ქემოკლიძე მათ დაპირდა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამ საკითხებზე აუცილებლად იქნება საუბარი. გარდა ამისა, დღეს ისევ დააყენებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს, ასევე, მწვავედ იქნება დასმული ბორდერიზაციის თემაც.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში რკინიგზის რელსების ქურდობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ PACE-ს წევრების შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო