(+18 video) ტერაქტი ნიცაში – 60 დაღუპული

ფრანგული ტელევიზიის BFM TV ინფორმაციით, ნიცაში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია მინიმუმ 100-ზე მეტი ადამინი. უცხოური მედიის ინფორმაციით ქალაქში პანიკაა, შემთხვევის ადგილზე კი სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. უცნობია იმ პირის, ან პირთა ვინაობა, რომლებიც სატვირთო ავტომობილში იმყოფებოდნენ.

შემთხვევა ნიცის ინგლისის სანაპიროზე მოხდა, სადაც ხალხი სადღესასწაულო ფოირვერკების სანახავად შეიკრიბა. გავრცელებული ცნობით, ხალხის მასაში შევარდნილი ავტომანქანა დიდი სისწრაფით მიჰქროდა.

ფრანგული მედიის  ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციამ მოკლა.

ნიცის მერმა კრისტიან ესტროსიმ, რომელიც ინციდენტის დროს ბასტილიის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, twitter-ის საკუთარ გვერდზე მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ.

„ძვირფასო ნიცის მოქალაქეებო, სატვირთო მანქანის მძღოლმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროისთვის სახლებში დარჩით,” – წერს ესტროსი.

https://youtu.be/S2KG-kly-_4

banner
წინა სტატიაში(+18video) ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა და ადამიანებს დაეჯახა
შემდეგი სტატიაეიფელის კოშკთან ხანძარი გაჩნდა