უკან მთავარ გვერდზე

ფოტოგალერეა საინფორმაციო სააგენტო

მე არ ვარ ,,შარლი,,

მკვლელი, ვინც არ უნდა იყოს ის, ტერორისტი თუ ბანდიტი, ბოროტი თუ გაბრაზებული ადამიანი, ყოველთვის დამნაშავეა, რადგან მას უფლება არააქვს წაართვას სხვა ადამიანს ყველაზე ძვირფასი, ღვთით ბოძებული სიცოცხლე!
როცა რომელიმე ქვეყანა და ხალხი ხდება ტერორისტული შეტევის მსხვერპლი, ამ ქვეყანას და ხალხს თანადგომა და სოლიდარობა სჭირდება, ტერორიზმსა და ძალადობას კი დაგმობა! ეს ყველა ნორმალური ქვეყნის თუ პიროვნების მოვალეობაა!
თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ მე სოლიდარული უნდა ვიყო იმისა, რასაც ტერორისტების მსხვერპლი, ყოველკვირეული კარიკატურული ჟურნალი ,,CHARLIE HEDBO,, აკეთებდა! ვისაც ამ ჟურნალის შემოქმედება, მაღალ მხატვრულ ღირებულებად და გამოხატვის უმაღლეს თავისუფლებად მიაჩნია, ეს მისი პრობლემაა, პირადად ჩემი სუბიექტური აზრით, მათი კარიკატურები, განსაკუთრებით კი რელიგიურ თემებზე, იყო რელიგიური ცინიზმისა და ექსტრემიზმის გამოვლინება, ზღვარსგადასული სიბილწე და რელიგიური ადამიანებისადმი სიძულვილის გამოხატულება. ამიტომაც, მე დღეს შეიძლება ვიყო ფრანგი, მაგრამ მე არ ვარ ,,შარლი,, და ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა!
კახაბერ ადამია


უკან მთავარ გვერდზე

მსგავსი ფოტოგალერეა