იაპონიაში საკურას ყვავილობის სეზონი დაიწყო. საკურა ქვეყნის სიმბოლოა. როგორც იაპონიის მეტეოროლოგიურმა სამმართველომ განაცხადა, წელს პირველი საკურა ქალაქ ფუკუოკაში აყვავილდა. ყვავილობა ორი დღით ადრე დაიწყო, ვიდრე გასულ წელს. საკურას სრული გაშლის პერიოდი აპრილის შუა რიცხვებია.