უკან მთავარ გვერდზე

ფოტოგალერეა საინფორმაციო სააგენტო

ჭე დიხა დო ჭე წყარი

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე სამეგრელოში, ქალაქ წალენჯიხის სიახლოვეში, აღმოსავლეთით, მაღალ გორაზე.
ეკლესიის გალავნის ძველი საძირკველი იმას მოწმობს, რომ ეკლესიამდე აქ ციხე-სიმაგრე იყო აშენებული. შესაძლოა ერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება წალენჯიხა ანუ ჭანთა ციხე (წინ წყარი – ჭანის წყალი) ამ ციხე-სიმაგრის არსებობასთანაა დაკავშირებული.
მეორე ვერსიით ტოპონიმი წალენჯიხა წარმოშობილი ჩანს კოლხური ტომის ჭანების სახელისაგან (ჭანის ჯიხა – ჭანის ციხე, ჭანის დიხა – ჭანის მიწა).
ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, წალენჯიხის ეკლესია აგებულია X-XI საუკუნეებში, ხოლო ეკლესიისთვის შემოვლებული შტოები, შემოუვლია ვამეყ I დადიანს (1384-1396). მარი ბროსეს მიხედვით კი, მთელი ეკლესია ვამეყ I დადიანის მიერაა აშენებული. ვახტანგ ბერიძე აშენების თარიღსX-XIII საუკუნეების შემდგომ ხანას მიიჩნევს, ხოლო თამაზ სანიკიძის მიხედვით – ტაძარი აგებულია XIIსაუკუნეში.
ხალხური გადმოცემით წალენჯიხის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაკავშირებულია თამარ მეფის სახელთან. მის თანახმად, თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას ამალით აქ შორიახლო შეუსვენებია, გზა რომ განაგრძეს, გაირკვა, რომ ხურჯინაკიდებული ერთი ჯორი აკლდათ. სწრაფად გააგზავნეს მაძებარნი, მოიძიეს და მეფეს მოახსენეს: იმ ადგილას ვნახეთ სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო (ჭე დიხა დო ჭე წყარი). თამარს მოსწონებია ეს ადგილი და უბრძანებია ეკლესიის აშენება. მშენებლობის ხელმძღვანელიც დაუტოვებია.
სხვა გადმოცემით, სქურის ეკლესიის მოძღვრებს თვალახვეული ხარი გაუშვიათ, სადაც დაწვება იქ ეკლესია აშენდესო. ხარი აქ დაწოლილა და მდევრებს მათთვის ამბავი ჩაუტანია, ხარმა ის ადგილი აირჩია სადაც პატარა მიწაა და პატარა წყალიო (ჭე დიხა და ჭე წყარიო

www.timer.ge


უკან მთავარ გვერდზე

მსგავსი ფოტოგალერეა