უკან მთავარ გვერდზე

ფოტოგალერეა საინფორმაციო სააგენტო

ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილს ღია ომი გამოუცხადა

“მე ჩამოვხსნი ნიღაბს პროკურატურას,”-ამის შესახებ განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, ტელეკომპანია “რუსთავი2-“-ის ეთერში გადაცემა არჩევანში გაკეთა. ალასანიას თქმით, ის ე.წ. კაბელების საქმის გამო საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებს.”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებით, საზოგადოებრივ მოძრაობაში იმ პირთა ოჯახის წევრები იქნებიან, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეზე არიან დაკავებულები.

“ეს ხუთი ადამიანი დეფაქტო პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მძევლები არიან. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩამოვხადო ნიღაბი პროკურატურას და გავაგებინო ყველას, თუ რა ცუდია, როცა ერთი პირი კულისებიდან მართავს ქვეყანას,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 


უკან მთავარ გვერდზე

მსგავსი ფოტოგალერეა