გალის რაიონში თხილის მოსავლის 70% ფაროსანამ გაანადგურა

მათი განცხადებით დაფიქსირდა ფოტოს გადაღებაც იმ მოტივით რომ საგადასახადოში გიჩვლებთო თუ მათ მიერ შემოთავაზებულ ქარხანაში არ ჩააბარებთ თხილსო.

გალის რაიონში თხილის მოსავლის 70% აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. ამის შესახებ აფხაზურ მედიას განუცხადა გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილემ თამაზ ცვიჟბამ.
“მაგალითისთვის, თუ გავტეხთ 20 თხილს, ნახევარზე მეტი ცარიელი იქნება” – განაცხადა მან.
თხილი – ის აგროკულტურაა, რომელიც მოსახლეობის შემოსავლის ერთ–ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს და, შესაბამისად, აზიური ფაროსანას გავრცელება შემოსავალებზე ნეგატიურად აისახება.
თამაზ ცვიჟბას თქმით, ფაროსანა აფუჭებს არა მარტო თხილს, არამედ სხვა ხილსაც – ხურმას, ვაშლს,მსხალს, ციტრუსებს.

banner
წინა სტატიაშიფაროსანასთან ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ბიძინა ივანიშვილის ძმა დაგიწყებს “შაყირს” და “ღადავს”, მაშინ მართლა “საღადაოდაა” შენი საქმე