გალის ქართველების მდგომარეობა უფრო მძიმდება

გალის ქართველების მდგომარეობა უფრო მძიმდება

გალის ქართველების მდგომარეობა უფრო მძიმდება9 ნოემბერს გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ ჩაატარა პრესკონფერენცია, რომელზედაც შეაჯამა თავისი მუშაობის შედეგები ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში – 2014 წლის 12 ნოემბრიდან დღემდე. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვახტანგ მაანი, ადმინისტრაციის განათლების განყოფილების გამგე ბესლან ქანთარია და საგადასახადო ინსპექციის გამგე რობერტ ჟიბა.

თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ „ყველაზე კარგ შეფასებას ჩვენს მიერ ჩატარებულ სამუშაოზე აკეთებენ ენგურს გაღმა ჩვენი მოწინააღმდეგეები, რომლებიც ავრცელებენ ისტერიას იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვაპირებთ გალის ტელევიზიის გახსნას, თერთმეტი სკოლის დაბალი კლასის მოსწავლეების გადაყვანას ეროვნული პროგრამით სწავლებაზე. რაიონში მუდმივად ჩამოდიან ევროკავშირის დელეგაციები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც სურთ მიიღონ ინფორმაცია ადგილობრივ მოსალეობას შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე, ასევე დროებით დაკავებულთა იზოლიატორის მდგომარეობის ჩათვლით“.

მისი განცხადებით, ქართული მასმედია „ამერიკის და ევროკავშირის ფინანსური დახმარების წყალობით ატარებს მასიურ პროპაგანდას ჩვენი ერთობლივი ცხოვრების აუცილებლობასა და სარგებლობაზე „საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში“: „საინფორმაციო ომი არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით და ამ მხრივ ჩვენს მოწინააღმდეგეს ჩვენზე ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ. ამასთანავე, ყველაზე ქმედითი საშუალება ჩვენი მხრიდან იქნება სოციალურ-ეკონომიური სიტუაციის გაუმჯობესება, ბრძოლა კრიმინალთან და კორუპციასთან“ – თქვა ნადარაიამ.

გალის ადმინისტრაციის უფროსი თვლის, რომ ყველაზე სერიოზული გამოცდა შეიძლება გახდეს მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის მშენებლობა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, აფხაზეთ-საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარე სოფელ რუხში. „ამ ცენტრის ნამდვილი მიზანი არა მხოლოდ მკურნალობაა, არამედ პროპაგანდისტული მუშაობა, რომ დაითანხმონ საქართველოს მოქალაქეობაზე, ასევე სპეცსამსახურების მიერ იმ ადამიანების დავერბოვკება, რომლებიც სავარაუდოდ, იქ გაივლიან მკურნალობას“ – აღნიშნა ნადარაიამ.

თემურ ნადარაიამ გამოთქვა იმედი, რომ აფხაზეთის საგარეო და ჯანდაცვის სამინისტროები, მიიღებენ სათანადო ზომებს. „მათ სრული გაგებით აღიქვეს ჩვენი წუხილი, რომ აუცილებელია სავიზო რეჟიმის შემოღება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც ცხოვრობს ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გამოვრიცხავთ სახელმწიფო საზღვრის სრულ ჩაკეტვას, თუ ქართული მხარე, რომელიც სარგებლობს გარკვეული უპირატესობით სამედიცინო მომსახურების სფეროში, არ შეწყვეტს ძირგამომთხრელ საქმიანობას„ – ხაზი გაუსვა ნადარაიამ.

გალის ქართველების მდგომარეობა უფრო მძიმდება

გალის ადმინისტრაციის უფროსმა მადლობა გადაუხადა რუსეთის მესაზღვრეებს თავდადებული მსახურებისთვის და აღნიშნა, რომ „მიუხედავად საზღვარზე არსებული პრობლემებისა,ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი წყალობით არსებობს სახელმწიფო საზღვარი მდ. ენგურზე“.
ნადარაიამ წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მათ ჯერ ვერ შეძლეს მიეღწიათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა ენგურჰესის თანამშრომლებისგან.
მათ მიმართეს მთავრობას წინადადებით, რომ მიიღონ დადგენილება, რომლის თანახმად მევალეებისთვის აიკრძალოს სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვლა.
მისი ვარაუდით, უახლოეს მომავალში მთავრობა მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას და მომავალი წლიდან ყველა ღონეს მიმართავენ სიტუაციის გამოსასწორებლად.

ასევე, 2016 წლის რაიონის ბიუჯეტში პირველად იქნა ჩადებული შემოსავლები ენგურჰესის იმ თანამშრომელთა საშემოსავლო გადასახდელებიდან, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში.
რაიონში ჯერ არ დაწყებულა მოსახლეობისთვის დოკუმენტების გაცემა. „ამ მხრივ, სიტუაცია არ გაუარესებულა, მაგრამ დარჩა 2014 წლის დონეზე. როგორც მაშინ, ეხლაც მოქმედებს სსრკ-პასპორტები და ფორმა #9. მაგრამ ზოგიერთი კანონის მიღების გაჭიანურების გამო „საცხოვრებლის ნებართვის“ და „ბინადრობის ნებართვის“ გაცემა და პასპორტების შევცლა ჯერჯერობით მთელს ქვეყანაში შეჩერებულია“ – თქვა ნადარაიამ.

ნადარაიამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია ისეთი პრობლემები, როგორიცაა ხელფასების გაზრდა მასწავლებლებისთვის და სამედიცინო მუშაკებისთვის. ამავე დროს, 70%-ანი ხელფასებით გაიზარდა სოფლის ადმინისტრაციის უფროსების, მათი მოადგილეების და აპარატის ხელფასები საკუთარი სახსრების ხარჯზე.
მიღწევებზე საუბრისას, ნადარაიამ აღნიშნა, რომ თუ „ამ ორი თვის გნმავლობაში რაიმე არაორდინალური არ მოხდა, გალის რაიონი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე რთული რაიონი კრიმინოგენული სიტუაციის მხრივ, ყველაზე მშვიდი გახდება აფხაზეთში“.
მისი განცხადებით, თებერვალში ტერორისტული დაჯგუფების განადგურების შემდეგ, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ადამიანების გატაცების.
ამჟამად რაიონში მიმდინარეობს მიწების ინვენტარიზება; ქვედა ზონის სკოლების დაწყებით კლასებში სწავლა გადასულია რუსულ ენაზე;ჯანდაცვის სამინისტროს წყალობით, გალის რაიონის საავადმყოფოსთვის შეძენილია ახალი რენტგენის აპარატი, ფილტვების ხელოვნური ვენტილიაციის აპარატი, სასწრაფო დახმარების მანქანა. ასევე ქალაქისმეურნეობაში თავიანთი ძალებით აღადგინეს სპეცტექნიკა; ციტრუსების მეურნეობებში ხდება რუსი ინვესტორების მოზიდვა; რესპუბლიკის სხვა რეგიონების ინვესტორებისთვის გამოყოფილია 120 ჰა მიწათხილის დასარგავად. რაიონმა თავისი საკუთარი სახსრებიდან დააფინანსა საფეხბურთო კლუბი; აღორძინებას განიცდის კულტურული ცხოვრება, ჩნდება ახალი ანსამბლები.
გალის ადმინისტრაციის უფროსს დაუშვებლად მიაჩნია იოლი მიდგომა გალის მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესისადმი საერთო აფხაზურ საზოგადოებაში. „ამ პროცესს სჭირდება კომპლექსური მიდგომა, ეს არის ხანგრძლივი, მრავალდონიანი ამოცანა, რომელსაც სჭირდება არა მხოლოდ იდეოლოგიურად დასაბუთებული სამოქმედო პროგრამა, არამედ საკმაოდ დიდი დაფინანსებაც“ – თქვა თემურ ნადარაიამ.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის სამაუწყებლო ბადე არ შეცვლილა და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” პირველი საარჩევნო ნომერი კახი კალაძე იქნება