,,გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებით”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 13, 2018 17:53

,,გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებით”

მნიშვნელოვანი

  • გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა განაცხადა.

სხვა სტატიები

გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა განაცხადა.

“ორმაგად ამძიმებს მომხდარს ის, რომ ამ კრიმინალური ქმედების ჩადენაში ეჭვმიტანილია საკრებულოს დეპუტატები და ქალაქის მერი, როდესაც თავად უნდა იყვნენ კანონის და წესრიგის სადარაჯოზე და ამის მაგალითს თანამოქალაქეებს აძლევდნენ. კანონის უზენაესობა, ბრძოლა ძალადობასთან ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი და ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამის პასუხს მიიღებს დანაშაულზე”, – განაცხადა ნავერიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია “მონიტორის” სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია “ქართული ოცნების” ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 13, 2018 17:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics