“გახარია ბიძინა ივანიშვილის მაფიოზა, ბიზნეს-მენეჯერია” – შალვა ნათელაშვილი
სხვა სტატიები
- მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაცია 24 საათიან რეჟიმში გვაქვს- ბესელია
- იმის გამო რომ ჩინოვნიკებს ხელფასები არ მოეწონათ, მძევლად აიყვანეს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები – რატიანი ბორჯომის საკრებულოზე საუბრობს
- გიორგი მარგველაშვილი NATO-სა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის აღმასრულებელი შტოს შეხვდა
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტზე წარდგენას ეხმაურება:
,,ეს პიროვნება ბიძინა ივანიშვილის მაფიოზა, ბიზნეს-მენეჯერია რუსეთის ფედერაციაში და სამართალდამცავობასთან ისეთივე შეხება აქვს როგორც ვირს საკურთხეველთან. აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილება ნიშნავს იმას რომ პოლიცია საბოლოოდ გადაიქცევა ბანკირთა პირადი დაცვის ორგანოდ ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური დევნისა და არჩევნების გამყალბებელ ოფიციალურ სინდიკატად. ივანიშვილის დიქტატურა ქვეყანაში სრული სვლით მოემართება”- აცხადებს ნათელაშვილი.