“გაისად საგაზაფხულო სამუშაოებს მოსახლეობისთვის უფასოდ ჩავატარებთ”

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვიტა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროგრამა, მეოთხე წელსაც გააგრძელოს.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მთავრობა მეწარმეების დახმარების პროგრამასაც გააგრძელებს.

“ჩვენ გვქონდა სამწლიანი პროგრამა – ეს არის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა. გადავწყვიტეთ, რომ მეოთხე წელსაც გავაგრძელოთ. გაისად უფასოდ ჩავატარებთ საგაზაფხულო სამუშაოებს მოსახლეობისთვის. ასევე, გავაგრძელებთ მეწარმეების დახმარებას აგროკრედიტის ფარგლებში. გაიზრდება ასევე აგროდაზღვევის პროგრამაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. პროგრამა “დანერგე მომავალი”, ასევე ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. ასევე მინდა შევეხო ერთ საკითხს. წინა მთავრობის სხდომაზე 8 ათას ფერმერს მიწის გადასახადი ჩამოვაწერეთ. წლების განმავლობაში იჯარის გადაუხდელობის გამო მათ ჯარიმები ერიცხებოდათ, მუდმივი სტრესი და ნერვიულობა სდევდა ამ ყველაფერს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობამ ამ მიმართულებით ჯამურად, 26 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

banner
წინა სტატიაში“ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები”
შემდეგი სტატია„საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის ანგარიში დადებითი იქნება“