გაიცემა თუ არა 2016 წელს დაუბეგრავი მინიმუმი? – შემოსავლების სამსახურის კომენტარი

დაუბეგრავი მინიმუმი 2016 წელს და მომდევნო წლებში აღარ გაიცემა. ამის შესახებ ინფორმაცია მარტის თვის დასაწყისში შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა გაავრცელა. მისი თქმით კანონში შეტანილი ცვლილება მხოლოდ 2013-2014 წლების პერიოდს ეხებოდა:
„დაუბეგრავი მინიმუმის ცნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში 2013 წელს გაჩნდა. ეს ცვლილება ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მხარდაჭერას ემსახურებოდა. განისაზღვრა ვადებიც და ეს ვადები იყო 2013-2014. ეს ეხებოდა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ამ წლების მიმდინარეობისას ერთი წლის განმავლობაში სახელფასო შემოსავლის სახით არ მიუღიათ 6000 ლარზე მეტი. ეს იყო დაახლოებით 500 ათასამდე მოქალაქე და ამით ისარგებლა თითქმის 100%-მა. ამ ეტაპისთვის კანონში ეს ცვლილება აღარ დევს.“- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ტაბლიაშვილი:„ახალი პოლიტიკური კლასის ხელოვნურად ჩამოყალიბება არ გამოვა!
შემდეგი სტატიავეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად კობა კობალაძე დაინიშნა