გაგარინის ქუჩის #29-ში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისში აფეთქება მოხდა

გაგარინის ქუჩის 29 ნომერში ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა განაცხადა , ხანძარი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მეორე და მესამე სართულის რამდენიმე ოთახი დაიწვა.

“ხანძრის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ორმა ადგილობრივმა მცხოვრებმა. ისინი დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – აღნიშნა დავით გელაშვილმა.

მისი თქმით, მთლიანად დამწვარია 150-170 კვადრატული მეტრის ფართობი ტერიტორია. “აუცილებელი გახდა ოთხი ოჯახის ევაკუირება და მათი შენობიდან გამოყვანა უვნებლად გახდა შესაძლებელი”, – განაცხდა დავით გელაშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ხანძრის გამოწვევი მიზეზი. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საბურთალოს გამგებლის მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის მოტივად გამოძიება ძარცვას არ განიხილავს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: უკრაინაში ოლიგარქიული გადატრიალება-რევანში მოხდა