გაეროსთან აკრედიტებულმა ელჩებმა საქართველოში რეფორმების პროგრესი დადებითად შეაფასეს

BBC: საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის «დემარკაცია» შეაფასა

მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისას გაერო-სთან აკრედიტებულმა ელჩებმა საქართველოში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს.

გაერო-ს დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისპერსპექტივები განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან სამუშაო ვახშამზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი.

გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების ვიზიტი საქართველოში 2016 წლის 28 მარტს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, უცხოელმა დიპლომატებმა შეხვედრები გამართეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულეს იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. გამართეს არაფორმალური შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან. ასევე ეწვივნენ საოკუპაციო ხაზს სოფელ დიდ ხურვალეთში და იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებას წეროვანში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ვიმედოვნებთ, უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება
შემდეგი სტატიადიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს