გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვითგამოვიდა. გიორგი ტუმასიანმა მდგრადი განვითარების მიზნებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზეისაუბრა. ამასთან, უპასუხა რუსეთის წარმომადგენელს. ტუმასიანის განცხადებით, მოსკოვი აგრძელებსსაქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევს არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას.გიორგი ტუმასიანი :ქალბატონო თავჯდომარევ, პატივცემულო ახალგაზრდა დელეგატებო,ჩემთვის დიდი პატივია მივმართო გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტს საქართველოსახალგაზრდობის სახელით.უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო გაეროს მისი უწყვეტი ძალისხმევისთვის, მათ შორისახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამის მეშვეობით, რათა ჩართოს ახალგაზრდები, როგორცძირითადი პარტნიორები, წარმმართველნი და დაინტერესებული პირები გლობალური მიზნების მიღწევაში.საქართველოს ახალგაზრდობას გვსურს, საქართველოს მთავრობის მიმართ გამოვხატოთ მადლიერებასაშუალებისთვის, გვყავდეს ჩვენი წარმომადგენელი გაეროში. ჩვენ, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ახალგაზრდების თაობა, ვგრძნობთ ძლიერსულისკვეთებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მოვიდა დრო, რომ ჩვენ თვითონ ავიღოთპასუხისმგებლობა ამ მიზნების განხორციელებაზე, რადგან ეს ჩვენი თაობის მიზნებია. ჩვენ უნდაუზრუნველვყოთ, რომ თითოეულ ახალგაზრდას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა და ყველა საჭიროსაშუალება, რათა შეუერთდეს 2030 წლის სამოქმედო გეგმას, შესაბამისად არც ერთი ახალგაზრდა არ დარჩესმის მიღმა.მხოლოდ გლობალურ გადაწყვეტილებებს შეუძლია უპასუხოს ჩვენს წინაშე მდგარ იმ გამოწვევებს, რომლებსაცარ გააჩნიათ საზღვრები. ასეთი მრავალმხრივი გამოსავალია ყველაზე მეტი ინვესტიციის ჩადება ჩვენიპლანეტის საუკეთესო რესურსში – ახალგაზრდებში. ჩვენ უნდა ვაქციოთ განათლება ჩვენს პირველპრიორიტეტად, რადგან თითოეული განათლებული და წარმატებული ახალგაზრდა წარმოადგენს მორიგ ნაბიჯსმდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე. ტექნოლოგიური პროგრესი კიდევ ერთი გლობალური გამოსავალია, რათა მოვახდინოთ ჩვენი სამყაროსგარდაქმნა 2030 წლისთვის. ადამიანები უნდა განვთავისუფლდეთ იმ სამუშაოს კეთებისგან, რისი შესრულებაცჩვენს ნაცვლად სხვადასვა ტექნიკასა თუ მოწყობილობას შეუძლია. ჩვენ ჩვენი ცხოვრებისეული დრო უნდამივუძღვნათ ჩვენი ცივილაზიის განვითარებას, რომელსაც დავუტოვებთ მომავალი თაობებს. ტექნოლოგია არისგასაღები, რომელიც მდგრადი გავითარების მიზნების თაობას უჭირავს იმისთვის, რომ მთლიანად განახლებადიენერგიის გამოყენებაზე გადასვლით გადავარჩინოთ ჩვენი მშვენიერი პლანეტა კლიმატური ცვლილებებსგან.ახალგაზრდობას უნდა ჰქონდეს მექანიზმები იმისათვის, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ ჩვენს მომავალთანდაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებაზე. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მდგრადი განვითარების მიზნები ჩვენიმთავრობებისა და გაეროს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ინსტრუმენტად. ამისთვის, თითოეულსახელმწიფოს უნდა ჰყავდეს თავისი ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. მჯერა, რომ ლიდერულითვისებებით აღსავსე ჩვენი თაობა, ასევე მიაღწევს ბოლო მდგრადი განვითარების მიზანს. ჩვენ გარდავქმნითგაეროს ისე, რომ მივიღოთ უკეთესი სამყარო თითოეული ჩვენგანისთვის 2030 წლისთვის.მსოფლიოს ყველა წერტილში, ჩვენ კრიტიკულად გვესაჭიროება ახალი თაობის ლიდერები, რომლებიცუანგაროდ მიუძღვნიან თავს სხვების კეთილდღეობას და იმოქმედებენ სიყვარულზე დაყრდნობით, მთელიკაციობრიობის სასარგებლოდ. ჩვენ, მდგრადი განვითარების მიზნების თაობა, სწორედ ასეთი ლიდერებიგავხდებით!
ძვირფასო კოლეგებო,საქართველოსთვის უდიდესი გამოწვევა და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მიზნებისრეალიზაციის პროცესში არის ამ მიზნების სარგებლით იმ ხალხის უზრუნველყოფა, ვინც ყველაზე მეტად არისმოწყვეტილი 2030 წლის დღის წესრიგს – საქართველოს იმ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები,რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდობას, გვსურს, გამოხვატოთ ჩვენი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული,რომელიც გაგვაჩნია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების მიმართ. გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვზრუნავთ დაგვაღელვებს თქვენი მომავალი, თქვენი მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარება ისევე, როგორცაფხაზური და ოსური კულტურების, ტრადიციებისა და ენების შენარჩუნება.საქართველოს ახალგაზრდობა მიესალმება საქართველოს მთავრობის განუწყვეტელ ძალისხმევას ჩვენსძვირფას აფხაზებთან და ოსებთან შერიგების მიმართულებით და ასევე იმ პროცესს, რომლითაც ხდება მათთვისმდგრადი განვითარების მიზნების სარგებლის მიწოდება, მაგალითად, მე-3 მიზნის, ხარისხიანი ჯანდაცვისთვის,უფასოდ წვდომის უზრუნველყოფა.მჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც აქ, გაეროს შტაბ-ბინაში ბერლინის კედლის ნაწილის გვერდით იქნებაგანთავსებული იმ მავთულხლართის ნაწილი, რომელიც რუსეთმა გაიყვანა რათა დაჰყოს ერთმანეთისგან ჩემიხალხი – ქართველები, აფხაზები და ოსები. საუკუნოვანი ძმების პასუხი ამ დროებითი დაბრკოლების მიმართუნდა იყოს ერთმანეთთან უფრო მეტი პირდაპირი კომუნიკაცია, კონსტრუქციული დიალოგისა დათანამშრომლობისკენ გზების მოძიება, რაც მიგვიყვანს ჩვენს საერთო მშვიდობიან, გაბრწყინებულ და მდგრადმომავლისკენ. მოვიდა დროა, რომ ჩვენ, ჩვენი საზოგადოებების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა გავარღვიოთჩაკეტილი წრე, არ მივიღოთ ჩვენი საერთო მტკივნეული გამოცდილება მემკვიდრეობით ჩვენი წინა თაობისგან.ჩვენ, საქართველოს ახალგზარდები, გიწვდით სიყვარულის, მეგობრობისა და ძმობის ხელს თქვენ, ჩვენო მოძმეაფხაზო და ოსო ახალგაზრდობავ და მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ხელის ჩამორთმევას. მსურს ჩემი სიტყვა ცნობილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის შუა საუკუნეების პოემის “ვეფხისტყაოსნის”ციტატით დავასრულო: “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.” დიდი მადლობაყურადღებისთვის

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დღე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბალტიური სახლი“
შემდეგი სტატია“შენების მოძრაობის” წევრი პრემიერს გორის მერად კოტე თავზარაშვილის კანდიდატურის მოხსნას ურჩევს